შვედეთი უკრაინას 400 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარებას გადასცემს

შვედეთი უკრაინას 400 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარებას გადასცემს.

აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნის პარლამენტმა მიიღო.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ბიუჯეტში ცვლილებების შედეგად, უკრაინას 4.3 მილიარდი შვედური კრონის (407 მილიონი დოლარი) ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი გადაეცემა, რომელიც ტანკსაწინააღმდეგო იარაღს, გამნაღმველ აღჭურვილობას და საბრძოლო მანქანებს მოიცავს.