შვედეთი NATO-ს წევრი გახდა

შვედეთი NATO-ს 32-ე ოფიციალური წევრი გახდა. ინფორმაცია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

დოკუმენტი ძალაში 2024 წლის 7 მარტიდან შევიდა.

ალიანსში ახალი ქვეყნების მისაღებად ბლოკის ყველა წევრის თანხმობა იყო საჭირო. ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებას კი თურქეთი და უნგრეთი აფერხებდნენ.

ნატო 1949 წელს შექმნის შემდეგ 10-ჯერ გაფართოვდა. საბჭოთა კავშირის  დაშლის შემდეგ ალიანსში 16 ქვეყანა შევიდა. მათ შორისაა ფინეთი, რომელიც გასულ წელს შეუერთდა და შვედეთი, რომელიც დღეს, 7 მარტს გახდა ნატოს წევრი.

ალიანსში ახლა 32 ქვეყანა შედის.