საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, შვედეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ქართული ოცნების ხელისუფლებას შეუწყვიტოს ერთ-ერთი უმსხვილესი დონორის “შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს” (SIDA) დახმარება.
ასევე შვედეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება დარჩეს ქართული სამოქალაქო საზოგადოების დონორად და როგორც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, ამ მიზნისთვის სტოკჰოლმში მიმოიხილავენ ქართულ კანონმდებლობას, თუ როგორაა შესაძლებელი ამ ნაბიჯის გადადგმა.
“შვედეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეეწყვიტა ქვეყანაში ერთ-ერთი მთავარი დონორის, სააგენტო SIDA-ს ყველანაირი დახმარება, საქართველოს მთავრობისთვის. შვედეთი გამოთქვას მზაობას, რომ დარჩეს მხარდაჭერად საქართველოს დემოკრატიული და ევროპული გზისა. ასევე დარჩეს დონორად, ოღონდ სამოქალაქო საზოგადოების და ამ კუთხით, [შვედეთის პრემიერი ამბობს, რომ] ჩვენ ვაკვირდებით ევროპულ კანონმდებლობასო, რომ გავიგოთ რა ფორმით უნდა გავაგრძელოთ ეს მხარდაჭერაო”, – თქვა მეხუთე პრეზიდენტმა.