შვედეთმა 5 რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა – ამის შესახებ, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტობიას ბილსტრომმა განაცხადა.
შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 25 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსების საქმიანობა “შეუთავსებელია დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციასთან.”
სამინისტრომ უარი თქვა დაზუსტებაზე, თუ რა საქმიანობაზე საუბრობდა, მაგრამ აღნიშნა, რომ შვედეთის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რუსეთი მუდმივად იყო დაკავებული შვედეთში სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვებით.
“ეს არის საფრთხე უსაფრთხოებისთვის, რომელსაც მთავრობა ძალიან სერიოზულად ეკიდება”, – ნათქვამია განცხადებაში.