შვეიცარიამ რუსეთის წინააღმდეგ EU-ს სანქციები მიიღო და დამატებით 200 ინდივიდს ასანქცირებს

შვეიცარიამ რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ ევროკავშირის დაწესებული უახლესი სანქციები მიიღო და დამატებით 200 ინდივიდს ასანქცირებს, რომლთა შორის ვლადიმერ პუტინის 2 შვილია.

„2022 წლის 13 აპრილს ფედერალურმა საბჭომ გადაწყვიტა რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ მიიღოს ევროკავშირის შედგენილი ახალი სანქციები. შვეიცარიის ეკონომიკის, განათლებისა და კვლევის ფედერალურმა სამსახურმა ასევე მიიღო დამატებით სანქციები 200-ზე მეტი ადამიანისა და კომპანიებისთვის, ვინც პოლიტიკური და ეკონომიკური წრეების ნაწილია, აქტიურია სამხედრო სფეროში და საკომუნიკაციო და პროპაგანდის მიმართულებით, ან ოლიგარქების ან მათ ოჯახებთან დაახლოებულ წრეებში არიან. პრეზიდენტ პუტინის 2 შვილი ასევე ფიგურირებენ სანქცირებული ადამიანების სიაში, რომელიც ახლა იდენტურია ევროკავშირის სანქციების სიის. შესწორებები ძალაში 13 აპრილიდან შევა“, – აცხადებს შვეიცარიის ფედერალური საბჭო.