შვეიცარიაში Nespresso-ს ყავის ქარხანაში სამართალდამცავებმა 500 კილოგრამი კოკაინი აღმოაჩინეს.ინფორმაციას BBC ავრცელებს.
კომპანიის თანამშრომლები თეთრი ფერის ნივთიერებით სავსე ტომრების ნახვის შემდეგ, პოლიციას თავად დაუკავშირდნენ. ლაბორატორიული კვლევის შემდეგ დადგინდა, რომ ყავის ქარხნიდან ამოღებული ნივთიერება 80%-ით სუფთა კოკაინია.
ნარკოტიკით დატვირთული კონტეინერები ბრაზილიიდან ჩამოვიდა.