შვეიცარიაში ხანდაზმულთა ცხოვრების დონის შესახებ ეროვნულ რეფერენდუმში მონაწილეთა 60%-მა ხმა მისცა პენსიონერებისთვის მე–13 პენსიის დანიშვნას.
ამ ნაბიჯით სახელმწიფო პენსია შესაბამისობაში მოვიდა შვეიცარიის სახელფასო სისტემასთან, რომლის გადახდა 13 ნაწილად ხდება, რაც ნიშნავს, რომ დასაქმებულები ნოემბრის თვეში ორმაგ ანაზღაურებას იღებენ.
სრული სახელმწიფო პენსია შვეიცარიაში 2550 ევროა.თუმცა, ეს შეიძლება საკმარისი არ აღმოჩნდეს პენსიონერებისთვის, რომლებიც ციურიხსა და ჟენევაში ცხოვრობენ, სადაც ცხოვრების ღირებულება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია.
ამასთან, ბევრ მათგანს აქვს ბონუსები მთელი ცხოვრების განმავლობაში მუშაობისთვის. ამის გამო, საშუალო პენსია შვეიცარიაში, ქვეყნის სტატისტიკური სამსახურის მონაცემებით, 2021 წელს მამაკაცებისთვის დაახლოებით 4600 ევრო იყო, ხოლო ქალებისთვის 3100 ევრო.
შვეიცარიის პენსიონერთა ასოციაცია Avivo-მ რეფერენდუმის შედეგს “ისტორიული გამარჯვება” უწოდა. ამავდროულად, მე-13 პენსიას ეწინააღმდეგებოდა ქვეყნის მთავრობა, პარლამენტი და ბიზნესი . მათ განაცხადეს, რომ ეს გადაწყვეტილება ხაზინას ძალიან ძვირი დაუჯდება.
გარდა ამისა, ბოლო რეფერენდუმზე შვეიცარიელებმა საპენსიო ასაკის 65-დან 66 წლამდე გაზრდის წინააღმდეგ მისცეს.