შვეიცარიის პრეზიდენტი იგნასიო კასისი უკრაინაში ჩავიდა. აღნიშნულ ინფორმაციას კასისი საკუთარ Twitter-ზე ავრცელებს. ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი ომის მიმდინარეობასთან დაკავშირებული სიტუაციის გაცნობაა.
“კვლავ უკრაინაში – ჩემი ბოლო ვიზიტიდან ერთი წლის შემდეგ. ჩემი მიზანი სიტუაციის გაცნობაა ომთან დაკავშირებულ ვითარებაზე, ჰუმანიტარულ სიტუაციასა და ქვეყნის აღდგენის მოსამზადებელ სამუშაოებზე“, – წერს კასისი.