“შვეიცარიული მედიისთვის ნებისმიერი ინფორმაცია, მით უმეტეს, ეს ინფორმაცია თავისი შინაარსით ასეთი სკანდალური იყო, რა თქმა უნდა, საინტერესო უნდა იყოს და მედია პირიქით ასეთ ინფორმაციას უნდა ეძებდეს, თუმცა ის რომ მედია ამ ყველაფრით არ ინტერესდება ზუსტად ისეთივე უცნაურია, როგორც ის, რომ ბანკი თვითდაზიანებას იყენებს და ამ დაზიანებას შვეიცარიულ საბანკო სისტემას და მთლიანად შვეიცარიის სახელმწიფოს აყენებს. ამ ყველაფერს ჩაძიება სჭირდება”
ასე ეხმაურება, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე შვეიცარიულ ბანკთან დავაში ბიძინა ივანიშვილის ინტერესების დამცველი კომპანიის, ემ-ქეი-დის განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ შვეიცარიული მედია Credit Suisse-თან დავით არ ინტერესდება.