შვეიცარიულმა ბანკმა Credit Suisse-მა 19 მილიარდ დოლარზე მეტი რუსული აქტივები გაყინა

შვეიცარიულმა ბანკმა Credit Suisse-მა 19 მილიარდ დოლარზე მეტი რუსული აქტივები გაყინა

გამოცემა Sonntags Zeitung & Le Temps-ის თანახმად, ეს თანხა ქვეყანაში დეკლარირებული რუსული სახსრების მესამედზე მეტია.

ამ თანხებიდან დაახლოებით 4 მილიარდი ფრანკი ეკუთვნის შვეიცარიის სანქციების სიაში მყოფ პირებს. კიდევ 13,6 მილიარდი არის რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის და სხვა ქვეყნების სანქციების ქვეშ მოქცეული პირების სახსრები. კერძოდ, ამ სიაში შედის მილიარდერი ვიქტორ ვექსელბერგი.