ამერიკის შეერთებულ შტატებში, დალასში სალონის მეპატრონე ბიზნესის გახსნისთვის 1 კვირით დააპატიმრეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, 6 მაისს გამართულ სასამართლოზე მოსამართლემ სალონის მეპატრონეს განუცხადა, რომ ბოდიში მოეხადა იმისთვის რომ მან “ეგოიზმი” გამოიჩინა და ასევე დეხურა სალონი და გადაეხადა დაკისრებული ჯარიმა. სალონის მეპატრონემ შელი ლუთერმა მოსამართლეს განუცხადა რომ შვილების გამოკვება ეგოიზმი არ არის.
სალონის მეპატრონე შელი ლუთერი, ბიზნესის გახსნის მოთხოვნით გამათულ საპროტესტო აქციებში იღებდა მონაწილეობას.
“როდესაც ამბობთ, რომ ეგოისტი ვარ, ვერ დაგეთანხმებით, რადგან ჩემი შვილების გამოკვება არაა ეგოიზმი. მე მყავს სტილისტები დასაქმებული ჩემს სალონში, რომლებიც, ჩემსავით შიმშილობენ, რადგან ჰყავთ შვილები. თუ მიგაჩნიათ, რომ კანონი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ბავშვების გამოკვება, მაშინ მიდით, დაასრულეთ თქვენი გადაწყვეტილება. მე არ ვაპირებ სალონის დაკეტვას”.- განუცხადა შელი ლუთერმა მოსამართლეს.
შელი ლუთერი 1 კვირით პატიმრობა შეუფარდეს ასევე 7 ათასი დოლარით დააჯარიმეს და გააფრთხილეს, რომ ბიზნესის გახსნის შემთხვევაში მას დღიურად 500 დოლარითაც დააჯარიმებდნენ. სალონის მეპატრონე შელი ლუთერი, ბიზნესის გახსნის მოთხოვნით გამათულ საპროტესტო აქციებში იღებდა მონაწილეობას.