ზუგდიდში, “საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებულ ბადრი ესებუას მამა, ტარიელ ესებუა “კვირასთან” ინტერვიუში საკუთარ შვილს მიმართავს, პოლიციას ჩაბარდეს.
“შვილო, ბადრი, გელოდებოდით გუშინ, არ ჩამოხვედი, სად ხარ? არაფერი არ ვიცით შენი ადგილსამყოფელი. გამოდი შვილო, ჩაბარდი პოლიციას და გაირკვევა ყველაფერი ნორმალურად. გთხოვთ, ამას, მეტი არაფერი სათქმელი არ მაქვს. ან დაგვიკავშირდი, ან ჩაბარდი პოლიციას”,- ამბობს ტარიელ ესებუა.
ცნობისთვის, სამეგრელოში მერვე დღეა ტერორიზმში ბრალდებულ ბადრი ესებუას ეძებენ. შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, “ერთი კვირა კი არა, შეიძლება, ერთი თვე ვდიოთ, ან მეტი, ან ნაკლები, ეს პრობლემა არ არის არანაირი”.