შთაბეჭდილება დამრჩა, რომ სააკაშვილის შეწყალება არ განიხილება – ჯაფარიძე

გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ამბობს, რომ ამ პროცესით კრიზისის დაძლევის შანსს ვერ ხედავს.

მისი თქმით, შთაბეჭდილება დარჩა, რომ პრეზიდენტი არ განიხილავს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას.

“ამ ქვეყანაში რა პოლიტიკური კრიზისიც არის, ამ კრიზისის დაძლევის ვერანაირ შანსს ვერ ვხედავ ამ პროცესით და ვერც ვერანაირ მოლაპარაკებებს, ვიდრე „ქართული ოცნება” არ შეასრულებს იმას, რაზეც 8 თვის წინ შეთანხმდა ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან. ახალ მოლაპარაკებებზე საუბარი უბრალოდ სისულელე და უტვინობა მგონია. მაგრამ როგორც დღევანდელი შეხვედრიდან გავიგე, ამაზე არც არის საერთოდ საუბარი, საუბარია უფრო ზოგად, ყოვლისმომცველ პროცესზე, რომელიც შეიძლება დროში წლები გაიწელოს […]

თუ უყურებთ ამ პროცესს ისე, რომ ამ პროცესის ნაწილი შეიძლება იყოს, რომ პრეზიდენტმა შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი, შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ეგ საერთოდ არ განიხილება”,– ამბობს ჯაფარიძე.