შიმშილობას ვერ მივესალმები – ლომჯარია

“შიმშილობას ვერ მივესალმები – ვისურვებდი, პოლიტიკური პროცესი ყოფილიყო პარლამენტში”-სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია შიმშილობის დაწყებასთან დაკავშირებით ნაციონალური მოძრაობის წევრების გადაწყვეტილებას არ მიესალმება

“შიმშილობის დაწყებას ვერ მივესალმები ვერც ერთ ვითარებაში. ეს არის ძალიან ცუდი ადამიანის ჯანმრთელობისთვის, თუმცა ეს არის ადამიანის ინდივიდუალური არჩევანი და ამ შემთხვევაში პოლიტიკური აქტი და პოლიტიკური გადაწყვეტილება, თუმცა როგორც სახალხო დამცველი, გულწრფელად რომ გითხრათ, მე ვისურვებდი, რომ პოლიტიკური პროცესი ყოფილიყო საქართველოს პარლამენტში.

ვფიქრობ, საქართველოში ოპოზიციას ხმების საკმარისი რაოდენობა აქვს პარლამენტში, რომ იყოს ძალიან ცოცხალი პროცესი და თუნდაც სხვადასხვა საპარლამენტო მექანიზმების გამოყენებით, პრობლემა შეუქმნან ხელისუფლებას. ვფიქრობ, რომ პოლიტიკური ბრძოლის თვალსაზრისით ეს გზა ბევრად ეფექტური იქნებოდა, თუმცა პოლიტიკური პარტიები თავად იღებენ გადაწყვეტილებას, თუ როგორ სტრატეგიას მიმართავენ”,- თქვა ნინო ლომჯარიამ.