ნაციონალური მოძრობის წევრი გია ბარამიძე 9 დეპუტატის მსგავსად შიმშილობას იწყებს. მისი მოთხოვნაც იგივეა – მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანა.
“ჩემმა მეგობარმა პარლამენტის წევრებმა, (პარლამენტის შენობაში) პრეზიდენტ სააკაშვილის მულტიფუნქციურ კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაყვანის მოთხოვნით, შიმშილობა გამოაცხადეს.
უკვე მე-12 დღეა ამავე მოთხოვნით, შიმშილობს ელენე ხოშტარია. ამ მომენტიდან, მეც ასევე, იგივე მოთხოვნით, ვაცხადებ შიმშილობას. რადგან არ გახლავართ პარლამენტის წევრი, ამის გამო, მათ პარლამენტის შენობაში ვერ შევუერთდები, ამიტომ (მშვიდობიანი და არაძალადობრივი პროტესტის) ამ პროცესს ენმ ცენტრალურ ოფისში განვახორციელებ”,– წერს ბარამიძე.
დღეს შიმშილობა დაიწყო ენმ-ს 9 დეპუტატმა – აკაკი მინაშვილი, თემურ ჯანაშია, ბაჩუკი ქარდავა, ნიკა მაჭუტაძე, გიორგი გოდაბრელიძე, სულხან სიბაშვილი, ლევან ბეჟაშვილი, აბდულა ისმაილოვი და დავით კირკიტაძე,