“ჩვენ როგორც გვესმის და რასაც ვხედავთ, ეს შიმშილობის აქცია არის თავად სააკაშვილის დაშინებით და მოთხოვნით წამოწყებული. როგორც ჩანს, ის სჯის თავის მომხრეებს, თავის პარტიას, პოლიტიკოსები იქნებიან ისინი თუ გულმხურვალე, ასე ვთქვათ, მათი მხარდამჭერები. საკუთარი ინტერესიდან გამომდინარე, არ ერიდება უკვე სხვა ადამიანების ჯანმრთელობის დაზიანებას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ასევე ამ ადამიანების იძულებას, რომ იცხოვრონ ილუზიასა და ვირტუალურ რეალობაში. მაგრამ არანაირი ამ ტიპის პროტესტი არ არის პერსპექტიული”
ამბობს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ენმ-ს მიერ გამოცხადებულ მასობრივ შიმშილობაზე.