“მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით მე აზრი არ შემიცვლია და ბევრჯერ მაქვს ეს აზრი დაფიქსირებული.[…]
შიმშილობა, რა თქმა უნდა, არის პროტესტის ფორმა, მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ ეს არის ის, რომელიც მიგვიყვანს იმ შედეგამდე, რაც ქვეყანას სჭირდება. დღეს ქვეყანაში რეალური პრობლემა არის სიღარიბე, ინფლაცია, სამუშაო ადგილები, ამაზე ყველამ ერთად უნდა ვიმუშავოთ, ეროვნული შეთანხმება უნდა შედგეს ამაზე და არა კონკრეტული ადამიანების გათავისუფლება–არგათავისუფლებაზე”
ამბობს პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია მასობრივ შიმშილობასთან დაკავშირებით.