“შეიძლება, ეს მოსაწონი არ იყოს ოპოზიციური ამომრჩევლისთვის, მაგრამ მინდა აუცილებლად მაინც ვთქვა. როდესაც მე ვმშიმშილობდი, ჩემთან არაერთი “ოცნების” წარმომადგენელი მოვიდა, მათ შორის კობახიძეც, მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი საუბარი იმ მომენტში იყო ხიდების გადება და არა ერთმანეთის ლანძღვა და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი წამები, შეიძლება წუთები, მაგრამ მათთვის ჩემი სათქმელი იყო, რომ ამ მომენტში მე მინდა არა თქვენი გასრესვა, არამედ ქვეყნის გადარჩენა, მე არ მაქვს ინტერესი, რომ თქვენ კედელთან მიგაყენოთ, მე მინდა, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე გადარჩეს, მე მინდა, რომ უღირსი საქციელი მის მიმართ აღარ გაგრძელდეს, იმის იქით, ფაქტობრივად, ჩვენ ხელი ჩამოვართვით ერთმანეთს და არ დავმალავ, იქითა მხრიდანაც იყო პატივისცემით სავსე საუბარი.
მე იმას კი არ ვამბობ, რომ ოცნება შეიცვალა და შეიცვალა ჩემი დამოკიდებულებაც ამ ბრძოლაში, მაგრამ მე ვიგრძენი ის წამი, რომ ყველაზე უკიდურეს დაპირისპირებაშიც შენ შეგიძლია გარკვეული ძაფი და ხიდი გააბა. ჩვენ და ოცნება ვერ ვიქნებით შერიგებულები იმ თვალსაზრისით, რომ დავსხდებით და ჩავეხუტებით ერთამენთს, მაგრამ დიდი ძალისხმევის შედეგად, ის უფსკრული, რომელიც პოლიტიკურმა ცხოვრებამ გააჩინა, საზოგადოებამ უნდა ამოვავსოთ და პატივი ვცეთ უბრალოდ ჩვენ განსხვავებებს, აქ კი მაგალითი უნდა მისცეს ოპოზიციამ, რადგან ოცნებაში ამის რესურსს ვერ ვხედავ”
თქვა “დროას” ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ TV პირველის ეთერში.