ქართული ოცნების დეპუტატის, ირაკლი ზარქუას თქმით, გავრცელებულ ჩანაწერებზე გამოძიება უნდა დაიწყოს, თუმცა არა ბერა ივანიშვილს ან ღარიბაშვილის წინააღმდეგ, არამედ უკანონო მოსმენასა და გავრცელებაზე.
“მგონია, რომ პროკურატურამ, თუ ეს კითხვა არის, უნდა, დიახ, აღძრას საქმე იმ უკანონო ჯერ ერთი მოსმენებზე, უკანონო გავრცელებაზე, აი, ამ შანტაჟზე, დაჭრაზე, აი, ამ მონტაჟზე. შინაარს ახლა თქვენ რომ მელაპარაკებით, ისეთ შინაარსს დაგიმონტაჟებთ, შეიძლება, ვერ გაასწრო აქედან. ამიტომ, აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, თუმცა ეს პროკურატურის გადასაწყვეტია, პროკურატურამ ამ მიმართულებით უნდა აღძრას საქმე”, – აცხადებს ზარქუა.
ცნობისთვის, TV პირველის ეთერში გავრცელდა ჩანაწერი, რომელშიც სავარაუდოდ პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი საუბრობენ. ჩანაწერში საუბარია Facebook-ზე დაწერილი კომენტარებისთვის ადამიანებზე ანგარიშსწორებასა და სხვა “სადამსჯელო ღონისძიებებზე”.