შინაგან საქმეთა სამინისტრო ფოთში ოპოზიციის ნაწილის მერობის კანდიდატის გიგი უგულავას განცხადებაზე განმარტებას აკეთებს. ცოტახნისწინ გიგი უგულავამ განაცხადა, რომ შსს მას ფოთში კანდიდატად რეგისტრაციისთვის საჭირო ცნობას არ აძლევს. განცხადებას, „ინტერპრესნიუსი” ავრცელებსს.
„განაცხადის დაფიქსირებისთანავე მომსახურების სააგენტომ მოქალაქე გიორგი უგულავას უფლების ჩამორთმევის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტიდან გამოითხოვა ინფორმაცია და მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება.მოქალაქე გიორგი უგულავაზე ცნობის მოთხოვნის დღესვე გაიცა შუალედური პასუხი, სადაც მას განემარტა რომ – თუ პირის მიმართ დაწყებული იყო სისხლის სამართლებრივი დევნა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში არ არსებობს/ვერ მოიძია ამ საქმეზე განაჩენი, დეპარტამენტი ასეთი პირისთვის სასამართლოს განაჩენის მოძიების მიზნით მიმართავს საგამოძიებო ორგანოს, საქართველოს პროკურატურას, სასამართლოს და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის უწყებებს. მათგან მოპოვებული ინფორმაციის დამუშავების შემდგომ, როდესაც ამ გზითაც ვერ დასტურდება განაჩენის არსებობა, სააგენტოს აწვდის ინფორმაციას, რომლის საფუძველზეც გაიცემა ცნობა უფლების ჩამორთმევის არქონის შესახებ”, – განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში.