”შობის დღესასწაულს ვულოცავ ყველას, ვინც მაცხოვრის დაბადებას ზეიმობს! განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენს თანამოქალაქეებს, სხვადასხვა ქრისტიანული ეკლესიების მრევლს!
საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია
კონფესიათა ჰარმონიული თანაცხოვრებისა არა მხოლოდ გვეამაყება, არამედ ერთ–ერთი მთავარი ნიშანია იმისა, რომ ჩვენ, როგორც ერი, ოდითგანვე ვიზიარებდით ევროპულ ღირებულებებს.
ვუერთდები თქვენს სიხარულს, გისურვებთ მშვიდობას, ბედნიერებას, ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას!”

წერს ამის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.

დღეს, 25 დეკემებრს ქრისტიანების უმრავლესობა შობას აღნიშნავს.

საქართველო, სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ერთად, შობას 7 იანვარს აღნიშნავს. საქართველო რუსეთის ეკლესიის გავლენით “იულიუსის კალენდარს” იყენებს,, მაშინ როცა მსოფლიოს უდიდესი ნაწილი, მათ შორის სხვა მართლმადიდებელი ეკლესიები, “გრიგორიანულ კალენდარს” მისდევენ.