შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს – დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსის თემურ მღებრიშვილის განცხადებით, ნაპოვნია ადამიანის სხეულის ქვედა კიდურიც და მიმდინარეობს აქტიური სამძებრო სამუშაოები.
“ამ დროისთვის, სტატისტიკა შეცვლილია, აღმოჩენილია ცხედარი რიონის კალაპოტში და ამ დროისთვის, მიმდინარეობს ცხედრის ამოსვენების ღონისძიება. გარდა ამისა, ნაპოვნია ადამიანის სხეულის ქვედა კიდური და მიმდინარეობს, აქტიური სამძებრო სამუშაოები“, – განაცხადა მღებრიშვილმა.