შოვში დაღუპულთა რაოდენობა 14-მდე გაიზარდა

შოვში დაღუპულთა რაოდენობა 14-მდე გაიზარდა. ინფორმაციას, შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ და აცხადებენ, რომ სტიქიის ადგილზე კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს.

სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. მაშველები 25-ზე მეტ ადამიანს ეძებენ. სტიქიის ეპიცენტრში ორი ვერტმფრენი და 400-მდე მაშველი მუშაობს, სამძებრო სამუშაოებში ჩაერთვება ჯარიც. შსს-ის ცნობით, სტიქიის ზონიდან ჯამში 210 ადამიანი გამოიყვანეს.