რაჭაში, შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს – დაღუპულთა რაოდენობა 21-მდე გაიზარდა.ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი, თემურ მღებრიშვილი ავრცელებს.
“ცხედარი ნანახია უშუალოდ სტიქიის ეპიცენტრში, ე.წ. კოტეჯების მიმდებარე ტერიტორიაზე. მოზარდის ცხედარია”. – თქვა მღებრიშვილმა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის თქმით, ამ დროისთვის სტიქიის ზონაში 12 ადამიანი იძებნება.