მაშველებმა შოვში დაღუპული კიდევ ერთი ადამიანი სტიქიის ეპიცენტრიდან 55 კილომეტრის მოშორებით იპოვეს. დაღუპულთა რაოდენობა 28-მდე გაიზარდა. 5 დაკარგულის სამძებრო სამუშაოები გრძელდება.
„ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები გრძელდება. მაშველების მიერ მონიტორინგის შედეგად, სტიქიის ეპიცენტრიდან 55 კილომეტრის მოშორებით, კიდევ ერთი ცხედარია ნაპოვნი.
სამუშაოები მიმდინარეობს მდინარეების – რიონის და ჭანჭახის კალაპოტში, ასევე, მასზე არსებულ კუნძულოვან მონაკვეთებზე, სადაც მობილიზებულია, როგორც მძიმე ტექნიკა, ასევე, მცურავი საშუალებები, ცოცხალი ძალა და კინოლოგთა ჯგუფი.
მაშველების მიერ ამ დროისთვის სტიქიის ზონაში აღმოჩენილია 28 ცხედარი და საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს 5 პირთან დაკავშირებით“,- ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.