ენერგო-პრო ჯორჯია რაჭაში, შოვში ჩამოწოლილ მეწყერთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნუალია, რომ მეწყერმა ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა და ამჟამად ელექტროენერგია არ მიეწოდება შოვს და სოფელ გლოლას.
”კურორტ შოვში მეწყერმა ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა
რაჭაში, შოვში ჩამოწოლილი მეწყერის გამო ავარიულად გამოირთო ელექტროგადამცემი ხაზები. ამჟამად ელექტროენერგია არ მიეწოდება მხოლოდ კურორტს შოვს და სოფელ გლოლას.
ონის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლები ელექტროენერგიით სტაბილურად მარაგდება.
ამ დროისთვს გადაადგილება შეფეხებულია, რაც ელექტროგადამცემი ხაზების აღგენითი სამუშაოების დაწყებას ართულებს. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური ბრიგადები მზად ყოფნაში არიან. როგორც კი შესაძლებელი იქნება, დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები.” – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, რაჭაში, შოვში, მეწყერმა 16 ადამიანი მოყიოლა. როგორც ადგილობრივები „საქართველოს ამბებს“ უცხადებენ მეწყერში მოყოლილ ადამიანებს შორის 6 არასრულწლოვანია.
მეწყერში მოყოლილი ყველა პირი ცოცხალია და ისინი კონტაქტზე იმყოფებიან.
შინაგან საქმეთა სამინისტრო, მეწყერთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს სადაც ნათქვამია, რომ მაშველები ადგილზე 2 ვერტმფრენით უკვე მიემგზავრებიან.