შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა

რაჭაში, შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს და დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა.  ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ადასტურებს.

სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. მაშველები 25-ზე მეტ ადამიანს ეძებენ. სტიქიის ეპიცენტრში ორი ვერტმფრენი და 400-მდე მაშველი მუშაობს, სამძებრო სამუშაოებში ჩაერთვება ჯარიც. შსს-ის ცნობით, სტიქიის ზონიდან ჯამში 210 ადამიანი გამოიყვანეს.