ქართველი ფეხბურთელი და საფეხბურთო მწვრთნელი შოთა არველაძე ეხმიანება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მას და მის ძმას, აჩი არველაძეს გიორგი გახარია თბილისის მერად კენჭყისყრას სთავაზობს.
არველაძის თქმით, ის და მისი ძმები იმ საქმის გაგრძელებას აპირებენ, რასაც აქამდე აკეთებდნენ.
“სულ რამდენიმე დღით ვარ თბილისში და ტაქსის მძღოლები მეკითხებიან, ვაპირებთ თუ არა ავტომანქანებზე თეთრი ფერის შეცვლას. არადა თეთრი ფერი მომწონს, მართლა მომწონს.
მეც და ჩემს ძმებსაც გვაქვს საქმე, რომელსაც ათწლეულებია ვემსახურებით და ასე ვაპირებთ მომავალშიც. თანაც, პირდაპირ მერის თანამდებობაზე ფიქრი არ იქნებოდა სწორი, ჯერ გამგეობაში და საკრებულოში მუშაობის გამოცდილება გვჭირდება. P.S იქნებ კიჭა მაინც დავითანხმოთ”,– წერს არველაძე Facebook-ზე.