რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სეგეი შოიგუ ამტკიცებს, რომ უკრაინაში რუსეთის “სპეცოპერაციის” პირველი ეტაპის ძირითადი ამოცანების შესრულებულია”. მისი თქმით, ახლა რუსული არმია დონბასის გათავისუფლებაზე უნდა ფოკუსირდეს.
“ზოგადად, ოპერაციის პირველი ეტაპის ძირითადი ამოცანები შესრულებულია. საგრძნობლად შემცირდა უკრაინის შეიარაღებული ძალების საბრძოლო პოტენციალი, რაც შესაძლებელს ხდის ძირითადი ყურადღებისა და ძალისხმევის ფოკუსირებას მთავარი მიზნის – დონბასის განთავისუფლებაზე”,– განაცხადა შოიგუმ.
მისივე მტკიცებით, “უკრაინის საჰაერო ძალები და საჰაერო თავდაცვის სისტემა პრაქტიკულად განადგურდა”.
“ქვეყნის საზღვაო ძალებმა არსებობა შეწყვიტეს. მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა სახმელეთო და საჰაერო სადესანტო ძალების ყველა ფორმირებამ”, – თქვა თავდაცვის მინისტრმა და აღნიშნა, რომ უკრაინაში “სპეცოპერაცია” დასახული მიზნების მიღწევამდე გაგრძელდება.