რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ რუსმა სამხედროებმა დონეცკის ოლქის სოფელი მარინკა დაიკავეს.
“რუსულ ჯარებს ამ მიმართულებით მომავალი ქმედებებისთვის შესაძლებლობები მიეცათ. აქ, როგორც მინიმუმ, ორი დადებითი ეფექტია. პირველი გამოიხატება იმაში, რომ მეტოქეს სულ უფრო შორს ვაძევებთ ქალაქ დონეცკისგან. მეორე – 2014 წლიდან აქ მეტოქეს გამაგრებული რაიონი აქვს, რომელიც ჩვენ გავტეხეთ, შედეგად ჩვენს ჯარისკაცებს მიეცათ უფრო ფართო ოპერატიული, სამოქმედო სივრცე”. – განაცხადა შოიგუმ.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სერგეი შოიგუს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ სოფელ მარინკას “გათავისუფლებაში” მონაწილეებს სახელმწიფო ჯილდოები ეკუთვნით.