შოიგუ აცხადებს, რომ რუსეთმა უკრაინაში მხოლოდ 5937 ჯარისკაცი დაკარგა

რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ამტკიცებს, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთმა მხოლოდ 5 937 ჯარისკაცი დაკარგა.

“ჩვენ უკვე ვიბრძვით არა მხოლოდ უკრაინასთან, არამედ კოლექტიურ დასავლეთთან”, – განაცხადა შოიგუმ.

აქვე შეგახსენებთ, რომ პუტინის დაგვიანებული მიმართვა დღეს თბილისის დროით დილის 10 საათზე დაიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ხელი მოაწერა ბრძანებას რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ. გადაწყვეტილება უკვე დღეიდან ამოქმედდება.

“სამხედრო სამსახურში გაწვევას მხოლოდ ის მოქალაქეები დაექვემდებარებიან, რომლებიც ამ მომენტში თადარიგში არიან და პირველ რიგში ისინი, ვინც გაიარა სამხედრო სამსახური, აქვს გარკვეული სამხედრო  სპეციალობები და შესაბამისი გამოცდილება. სამხედრო სამსახურში გაწვეულები ნაწილში გაგზავნამდე აუცილებლად გაივლიან დამატებით სამხედრო მომზადებას სპეციალური სამხედრო ოპერაციის გამოცდილებიდან გამომდინარე“–თქვა პუტინმა.