შოიგუ რუსეთის მთავრობაში გვერდით გაწიეს – ბრიტანული დაზვერვა

რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ მთავრობაში გვერდით გაწიეს და ოპერაციების მეთაურები უკრაინაში ომის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას პირადად აწვდიან ქვეყნის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს. ინფორმაციას ამის შესახებ, ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახური რუსულ დამოუკიდებელ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. ბირტანული დაზვერვა ასევე აცხადებს, რომ რუსი ჯარისკაცები და ოფიცრები ” სავარაუდოდ რეგულარულად დასცინიან შოიგუს მისი არაეფექტური ხელმძღვანელობის გამო”, რადგან რუსეთი უკრაინაში წინ ვერ მიდის.

“სერგეი შოიგუს, სავარაუდოდ, დიდი დრო დასჭირდა რეპუტაციის შესაქმნელად, ვინაიდან მას არ აქვს სამხედრო გამოცდილება – თავისი კარიერის დიდი ნაწილი სამშენებლო სექტორსა და საგანგებო სიტუაციების სამსახურში გაატარა”. -ნათქვამია ბრიტანული დაზვერვის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.