ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოში, შატილის გზაზე მომხდარი უბედური შემთხვევის გამო. ამის შესახებ ინფორმაციას ბურიჩის პრესმდივანი მიკრობლოგ “ტვიტერზე” ავრცელებს.
“შოკირებული და უაღრესად დამწუხრებული ვარ საქართველოში მომხდარი ავტოკატასტროფის გამო. ფიქრებით ტრაგედიის მსხვერპლთა და მათ ოჯახებთან ვართ. გამოვხატავ გულწრფელ თანაგრძნობას ქართველი ხალხისა და მთავრობისადმი”, – აცხადებს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი.
შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა.