“შოკში ვარ. არ მესმის. ისრაელმა არაფერი მოგვცა, არაფერი, ნული..” – ზელენსკი

“შოკში ვარ. არ მესმის. ისრაელმა არაფერი მოგვცა, არაფერი, ნული..” – ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ფრანგულ გამოცემა Ouest-France-თან ინტერვიუში განაცხადა.ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მას აქვს ინფორმაცია ისრაელის მთავრობის მიერ სხვა ქვეყნებისთვის აღჭურვილობის მიწოდების შესახებ.

“შოკში ვარ. არ მესმის. ისრაელმა არაფერი მოგვცა, არაფერი, ნული…გაიმართა დისკუსიები ისრაელის ხელმძღვანელობასთან და ეს არ დახმარებია უკრაინას. თქვენ ხედავთ რუსეთის გავლენას ისრაელზე. მე ისრაელს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ვთვლი. […]  მესმის, რომ მათ უნდა დაიცვან თავიანთი მიწა, მაგრამ მივიღე ინფორმაცია, რომ ისრაელი იარაღს სხვა ქვეყნებში გზავნის“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.