შოკში ვიყავი, საქართველოს დედაქალაქში ჩემს თვალწინ ხდებოდა ეს – ვიოლა ფონ კრამონი პოზნერის ვიზიტზე

“შოკში ვიყავი, საქართველოს დედაქალაქში ჩემს თვალწინ ხდებოდა ეს”-  ასე აფასებს, ევროპარლამენტარი, რუსი პროპაგანდისტის, ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ვიზიტს,  ფორმულას გადაცემა “კომენტარში”.

“მე ძალიან დაბნეული ვიყავი, დილის 08:00 საათზე ვიყავი ჩემს სასტუმროში. ყველა ვიცავთ საქართველოში არსებულ კომენდანტის საათს და წესებს, რომელიც არსებობს. ჩამოდის რუსული დელეგაცია, გაუგებარი შემადგენლობის, პრივილეგირებული. შოკში ვიყავი, საქართველოს დედაქალაქში ჩემს თვალწინ ხდებოდა ეს, იმ გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, რომელიც არსებობს საქართველოში. ჩემთვის სრულიად მიუღებელი იყო.”- განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

ცნობისთვის, რუსი ჟურნალისტი და ვლადიმერ პუტნთან დაახლოებული პირი, ვლადიმირ პოზნერი და მისი მეგობრები თბილისში 31 მარტს დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდნენ და კომენდანტის საათი და სხვა აკრძალვები დაარღვიეს. სამოქალაქო აქტივისტების მწვავე  პროტესტის ფონზე კი მათ თბილისის დატოვება იმავე ღამეს მოუწიათ.