შოლცის თქმით, მარტის ბოლომდე Leopard 2-ის 80 ტანკი უკრაინაში გასაგზავნად მზად იქნება

მარტის ბოლომდე Leopard 2-ის 80 ტანკი უკრაინაში გასაგზავნად მზად იქნება – აცხადებს გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი.

ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა დარწმუნებული, რომ 2 ბატალიონი, დაახლოებით 80 ერთეული Leopard 2-ის ტანკი, ნამდვილად მზად იქნება მარტის ბოლომდე უკრაინაში გასაგზავნად, შოლცმა უპასუხა: “იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში, მოხერხდება”. ამავე დროს კანცლერი აღნიშნავს, რომ “ეს ადვილი არ იქნება”.