შოლცი აცხადებს, რომ გერმანული იარაღი დონბასის ბრძოლისთვის უკრაინაში დროულად ჩავა

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ გერმანული იარაღი დონბასის ბრძოლისთვის უკრაინაში დროულად ჩავა.ამის შესახებ  კანცლერმა გამოცემა dpa-სთან ინტერვიუს დროს ისაუბრა.ასევე მისივე თქწმით, მძიმე იარაღის მიწოდება უკრაინისთვის განხორციელდება მას შემდეგ, რაც უკრაინის შეიარაღებული ძალები შესაბამის სამხედრო წვრთნებს გაივლიან, რადგან მისივე თქმით, წვრთნის გარეშე ამ იარაღს “ვერ გამოიყენებენ”.

  • “ჩვენ უკრაინას ანტიბალისტიკურ სისტემას მივაწოდებთ, რომელსაც ოდესის ან კიევის გადარჩენა შეუძლია. ასევე, დიდ ბრიტანეთთან და შეერთებულ შტატებთან ერთად ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების მიწოდება გადავწყვიტეთ”. – თქვა ოლაფ შოლცმა.