მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციაზე გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ დღეს გერმანია ყველაფერს გააკეთებს უკრაინაში იარაღის მიწოდების მაქსიმალურად გამარტივებისთვის.
? “ყველამ, ვისაც შეუძლია ამ ტიპის საბრძოლო ტანკების გაგზავნა, უნდა გააკეთოს. თავდაცვის მინისტრი პისტორიუსი, საგარეო საქმეთა მინისტრი ბურბოკი და მე პირადად ამისკენ მოვუწოდებთ ყველას. გერმანია ყველაფერს გააკეთებს, რათა ხელი შეუწყოს პარტნიორებს მსგავსი გადაწყვეტილებების მიღებაში. მაგალითად, უკრაინელი სამხედროების წვრთნით აქ, გერმანიაში, ან მხარდაჭერით მიწოდებისა და ლოგისტიკის თვალსაზრისით“, – თქვა შოლცმა.