შოტლანდიის აბერდინის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ რეკომენდაცია დღეში ორი ლიტრი წყლის მიღების შესახებ შეიძლება გადაჭარბებული იყოს.
შოტლანდიელი მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ადამიანი სითხის დღიური ნორმის დაახლოებით ნახევარს საკვებთან ერთად იღებს, ამიტომ ამდენი სუფთა წყლის დალევა საჭირო არ არის. ახლა ისინი მაშტაბური კვლევის საფუძველზე,დღეში 1,5-1,8 ლიტრის დალევას გვირჩევენ.
პროფესორმა ჯონ სპიკმანმა, კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა, BBC-ს განუცხადა: „დღიური მოთხოვნილების– ორი ლიტრის საწყისი გაზომვა მცირე შეცდომის შედეგია. წყალი, რომელიც უნდა დალიოთ, უნდა იყოს სხვაობა მთლიან დღიურ ნორმასა და იმას შორის, რასაც საკვებით ვიღებთ“.
იმ სითხის რაოდენობის დასადგენად, რასაც ადამიანი საკვებთან ერთად იღებს, კვლევის მონაწილეებს ეკითხებოდნენ, რამდენს ჭამდნენ დღის განმავლობაში. თუმცა, ადამიანები ამბობდენ, რომ ისინი ჭამენ იმაზე ნაკლებს, ვიდრე რეალურად ჭამენ და, შესაბამისად, გაანგარიშება არასწორია, დასალევი წყლის რაოდენობა კი გადაჭარბებული“, – ამბობს სპიკმენი.
თუმცა, ახალ კვლევაში, ადამიანის ორგანიზმში წყლის ბრუნვის უფრო ზუსტად გამოთვლა ტექნოლოგიის გამოყენებით შეძლეს, რომელიცსტაბილურ იზოტოპებს იყენებს.
კვლევაში მონაწილეობდა 5604 ადამიანი 23 ქვეყნიდან, რომელთა ასაკი რვა დღიდან 96 წლამდე იყო.
ექსპერიმენტის დროს მონაწილეებმა დალიეს ჭიქა წყალი, რომელშიც წყალბადის ზოგიერთი მოლეკულა დეიტერიუმის სტაბილური იზოტოპით ჩანაცვლდა.
დეიტერიუმი ადამიანის ორგანიზმში წარმოიქმნება და აბსოლუტურად უვნებელია.
სიჩქარით , რომლითაც დეიტერიუმი ტოვებდა კვლევის მონაწილეთა ორგანიზმს, გაიზომა წყლის ბრუნვის სიჩქარეს მათ სხეულში.
ეს სიჩქარე სხვადასხვა ადამიანის ორგანიზმში განსხვავებულია და, შესაბამისად, წყლის ნორმის ზუსტი დღიური მაჩვენებელითითოეული ადამიანისთვის განსხვავებულია. მაგალითად, სხეულში წყალი უფრო სწრაფად განახლდება მათში, ვინც ცხელ და ნოტიო კლიმატში ან მაღალმთიანეთში ცხოვრობს, ასევე სპორტსმენებში, ორსულებსა და მეძუძურ ქალებში.
ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს ორგანიზმში წყლის ბრუნვის სიჩქარეს, არის დახარჯული ენერგიის რაოდენობა. ის ყველაზე მაღალია 20-35 წლის მამაკაცებში – მათი ორგანიზმიდან დღეში საშუალოდ 4,2 ლიტრი წყალი გამოდის.
ასაკთან ერთად, ეს მოცულობა მცირდება და მამაკაცებში 90 წლის ასაკში მცირდება დაახლოებით 2,5 ლიტრამდე იკლებს.
20-40 წლის ქალების შემთხვევაში საუბარია დღეში 3,3 ლიტრ წყალზე, 90 წლისთვის კი მათი ორგანიზმიდან გამოდევნილი სითხის დღიური მოცულობა 2,5 ლიტრამდე ეცემა.
სითხე საკვებში
თუმცა, თუ თქვენი ორგანიზმი დღეში 4,2 ლიტრ წყალს კარგავს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ უნდა დალიოთ იგივე რაოდენობა, ამბობს პროფესორი სპიკმენი.
“ფაქტობრივად, თქვენ დაგჭირდებათ 3,6 ლიტრის დალევა. ვინაიდან ჩვენ საჭირო წყლის ნაწილს საკვების მიღების დროს ვიღებთ”, – ამბობს ის.
მთავარი, რასაც ეს კვლევა აჩვენებს, არის ის, რომ ფართოდ გავრცელებული დღეში რვა ჭიქა წყლის დალევის რეკომენდაცია ალბათ უმეტეს სიტუაციებში ადამიანების უმეტესობისთვის, გადაჭარბებულია. ჩვენი მონაცემები არ ადასტურებს ერთი სტანდარტის შესაძლებლობას ყველა ადამიანისთვის“, – აღნიშნავს მეცნიერი.
მისი თქმით, წყლის გადაჭარბებული მოხმარება შეიძლება საზიანო იყოს. მაგრამ არა იმდენად ჯანმრთელობისთვის, რამდენადაც გარემოსთვის.
„სუფთა სასმელი წყალი უფასო არ არის“, ამბობს სპიკმენი. მისი თქმით, თუ ადამიანები საშუალოდ იმაზე 1 ლიტრით მეტრ წყალს სვამენ, ვიდრე რეალურად ჭირდებათ, 40 მილიონ ზრდასრულ ბრიტანელზე გადამრავლებით აღმოჩნდება, რომ დღეში 40 მილიონი ლიტრი წყალი ტყუილად იხარჯება.