მომღერალ ცირა ბზიშვილის დაბადების დღის წვეულების გამო, რომელიც მან კოვიდრეგულაციების დარღვევით მოაწყო, თბილისში შოუბიზნესის კლასტერი გაჩნდა. ინფორმაციას “ფორმულა” ავრცელებს.
მათი ინფორმაციას, წვეულება 31 მარტს გაიმართა და მას მომღერლები, ტელეწამყვანები და სხვა ცნობადი სახეები ესწრებოდნენ, მათ შორის, თემურ თათარაშვილი, გია ჯაჯანიძე, სოფო ბედია, კაკი ბოლქვაძე. ფორმულას ცნობით, დაბადების დღის წვეულება რესტორანში გაიმართა, რომელიც ერთ-ერთ მომღერალს ეკუთვნის.
ხალხმრავალი შეკრების შემდეგ წვეულების რამდენიმე მონაწილეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებულია თავად იუბილარი ცირა ბზიშვილიც.
უცნობია, დააჯარიმდნენ თუ არა წვეულების ორგანიზატორები და რესტორნის მეპატრონე.