შრომის ინსპექციას ღონისძიებების პრევენციის უფლება მიენიჭა

შრომის ინსპექციას ღონისძიებების, მათ შორის, ქელეხებისა და ქორწილების პრევენციის უფლება მიენიჭა. აღნიშნული უფლება უკვე უფლებას აძლევს ინსპექციას რომ თუ მათ აქვთ ინფორმაცია, ღონისძიების ჩატარების შესახებ, რომელიც რეგულაციას ეწინადეგება, შეეძლებათ რომ წინასწარ დალუქონ.

აქამდე შრომის ინსპექციას არ ჰქონდა უფლება ღონისძიების ჩატარებამდე დაელუქა ან დაეჯარიმებინა ობიექტი. ახალი ცვლილებებით კი, თუ ინსპექციას აქვს ინფორმაცია, რომ იგეგმება ღონისძიება, რომელიც დაარღვევს რეგულაციებს, შეუძლიათ წინასწარ დალუქონ სივრცე ან აპარატურა.

“თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებას თან ახლავს სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების მოთხოვნების კრიტიკული შეუსაბამობა ან ხორციელდება ამ ტიპის ღონისძიების გამართვის ორგანიზება, შრომის ინსპექციის სამსახური, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით, უფლებამოსილია დროებით შეზღუდოს ობიექტზე არსებული სივრცის ან/და ნივთის (მათ შორის ობიექტის ან მასზე არსებული კონკრეტული ადგილის, აპარატურის ან/და სხვა ნივთის გამოყენება რომლებიც უშუალო კავშირშია ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიების განხორციელებასთან) გამოყენება”, ნათქვამია მთავრობის დადგენილებაში.