შსს ავრცელებს ქურდულ სამყაროსთან კავშირში ბრალდებულების აუდიოჩანაწერებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს ქურდულ სამყაროსთან კავშირში ბრალდებული 13 პირის აუდიოჩანაწერებსა და დაკავების კადრებს.

უწყების ცნობით, ორმა პირმა ფინანსური დავის გასარკვევად ქურდული სამყაროს წევრებს მიმართეს, გარჩევა კი თბილისში შედგა. ერთ-ერთ მოდავე მხარეს მეორის სასარგებლოდ 80 000 ლარის გადახდა დაეკისრა.

პოლიციამ ისინი დააკავა, მათი ნივთები კი ნივთმტკიცებად ამოიღო.