შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ აქტივისტი დოდი ხარხელი არ დაუკავებიათ და “ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს”. ისინი დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ.
დაახლოებით 2 საათის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელის მიხედვითაც, დოდი ხარხელმა ბავშვი საბავშვო ბაღში დატოვა და ამ დროს ის პოლიციამ დააკავა. მანამდე, ლევან წიკლაურმა Facebook-ზე დაწერა, რომ დოდი ხარხელის სახლთან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მივიდნენ.