შინაგან საქმეთა სამინისტრო ჰაკერულ ფორუმზე ქართველი ამომრჩევლების სიის გამოქვეყნების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს.
“ინფორმაცია, რომელიც უცხოურ პრესაში გავრცელდა, ცნობილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის. მიმდინარეობს საკითხის დეტალური შესწავლა და უახლოეს პერიოდში გაკეთდება დამატებითი განმარტებები“, – აცხადებენ შსს-ში
შეგახსენებთ, რომ პორტალ zdnet.com-ის ინფორმაციით, 28 მარტს, ჰაკერების საიტზე ქართველი ამომრჩევლის მონაცემთა ბაზა გამოქვეყნდა, რომელიც მოიცავს პირად მონაცემებს – პირად ნომრებს, ტელეფონის ნომრებს, დაბადების თარიღებს. აღნიშნულ ბაზაში იძებნება მონაცემები გარდაცვლილი მოქალაქეების შესახებაც.