შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბრიფინგი გამართა ტვ პირველის ოპერატორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.
სამინისტრომ ექსპერტიზის დასკვნამდე მიანიშნა, რომ გარდაცვალება შესაძლოა ზედოზირებას უკავშირდებოდეს.
“გუშინ რამდენიმე ლოკაციაზე გადაადგილდებოდა მის მეგობართან ერთად, მათ შორის, საბურთალო, ფონიჭალის დასახლებაში იყვნენ ორჯერ ჩასულები, თუმცა ამაზე შეგნებულად არ გვინდა ხაზის გასმა, რომ წინწრებით რაღაც ვერსიების გაჟღერება არ მოხდეს. ახლაც მიმდინარეობს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა და არ იქნება სწორი და პროფესიონალური, რომ გამოძიებამ წინასწარ ზედოზირებაზე ისაუბროს, თუმცა ეს ვერსიაც განიხილება. ექსპერტიზა შეისწავლის ნარკოტიკების როლს მის გარდაცვალებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში”,– აცხადებს შსს.
დღეს გარდაიცვალა ტვ პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელზეც 5 ივლისს პუტინისტურმა ჯგუფებმა სასტიკად იძალადეს.
მას ამჟამად ექსპერტიზა უტარდება. შსს-მ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.