“შსს იყო ეფექტური” – კახა კალაძე პოლიციას მადლობას უხდის

“შინაგან საქმეთა სამინისტრო იყო ეფექტური, შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეული პოლიციელი იცავს ჩვენს უსაფრთხოებას თავიანთი სიცოცხლის რისკის ფასად და მინდა პოლიციას მადლობა გადავუხადო”- მოძალადე და ჰომოფობიური ჯგუფების მხრიდან ძალადობისა და ათობით დაშავებული ჟურნალისტის შემდეგ, დედაქალაქის მერი აქციებზე სამართალდამცველების მუშაობას ეფექტურად აფასებს.

“ძალადობა არის კატეგორიულად მიუღებელი და მე დარწმუნებული ვარ, ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი, ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობს, ყველა წინააღმდეგი იქნება ძალადობის.ევროკავშირის დროშის დაწვას, ვერანაირი ვანდალიზმი, ვერანაირი გარე და შიდა მტერი ვერ შეუშლის ხელს და ვერ შეაჩერებს იმ მისწრაფებას, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას აქვს.

ის რომ ჩვენ ვართ ევროპის ნაწილი, ვართ ევროპელები ეს დღეს და გუშინ არ დაწყებულა.შინაგან საქმეთა სამინისტრო იყო ეფექტური, შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეული პოლიციელი იცავს ჩვენს უსაფრთხოებას თავიანთი სიცოცხლის რისკის ფასად და მინდა პოლიციას მადლობა გადავუხადო,- თქვა კალაძემ.