შსს–მ ბათუმში, ნაციონალური მოძრაობის ოფისის შენობის გარე ფასადის დაზიანების ფაქტზე 1972 წელს დაბადებული ბ.წ. ამხილა.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბ.წ.-მ მიმდინარე წლის 15 ნოემბერს, ბათუმში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე, პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისის შენობას ქვა ესროლა და გარე ფასადის მინა დააზიანა. ჩატარებული სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ დაზიანებული მინის ღირებულება შეადგენს 145 ლარს. მხილებული პირი ჩადენილ ქმედებას აღიარებს” – აცხადებს შსს.
სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.