პოლიციამ 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში აქტივისტი ნანა სანდერი დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებში მონაწილე პირების მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ 4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯამში, 23 ადამიანი დააკავა, მათ შორის, 18 სამოქალაქო აქტივისტია, 5-ს კი აქციის ორგანიზატორობა ედება ბრალად. შსს-ს ცნობით, 3 პირი მიმალვაში იმყოფება.
შსს-ს ინფორმაციით, მთლიანობაში დაკავებულია 23 ადამიანი – მათ შორის 18 სამოქალაქო აქტივისტი, ხოლო 5 პირს აქციის ორგანიზატორობა ედება ბრალად. სამნი ამ დრომდე მიმალვაში იმყოფებიან.