შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 132 შემთხვევა გამოავლინეს.
უწყების განცხადებით, 25 აპრილის 21 საათიდან 26 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის 75 მოქალაქე დააჯარიმეს.
24 პირი დაჯარიმდა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევისთვის.
ასევე, სამინისტროს ცნობით, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრებისა და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის წესის დარღვევის გამო 33 პირი დააჯარიმეს.
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის გათვალისწინებულია ფიზიკური პირის დაჯარიმება 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.