შსს-მ ბოლო 24 საათში საგანგებოს და კომენდანტის საათის დარღვევისთვის 132 პირი დააჯარიმა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 132 შემთხვევა გამოავლინეს.

უწყების განცხადებით, 25 აპრილის 21 საათიდან 26 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის 75 მოქალაქე დააჯარიმეს.

24 პირი დაჯარიმდა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევისთვის.

ასევე, სამინისტროს ცნობით,  საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრებისა და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის წესის დარღვევის გამო 33 პირი დააჯარიმეს.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის გათვალისწინებულია ფიზიკური პირის დაჯარიმება 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.